+995 555 21 21 93
+995 555 67 74 69
+995 555 21 21 93
+995 555 67 74 69

სანახავი ადგილები

კახეთი

კახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში.

კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია – მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია – მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

მცხეთა

მცხეთა — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.). აქ არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.

თბილისი

თბილისი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქი დაფუძნდა მე-5 საუკუნეში, ხოლო საქართველოს დედაქალაქად იქცა მე-6 საუკუნეში. თავისი მდიდარი ისტორიისა და ეთნიკური მრავალფეროვნების წყალობით თბილისში შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის შენობები. ქალაქის ცენტრში ბევრი თანამედროვე პროსპექტი და ძველებური ვიწრო ქუჩაა. ტურისტებისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შუა საუკუნეების უბანი. თბილისში მოქმედებს როგორც ქრისტიანული ეკლესიები, ასევე მეჩეთები და სინაგოგები, რომლებიც გვერდიგვერდ მდებარეობენ. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს თბილისური ტოლერანტობის მაღალ დონეზე.

დავით გარეჯი

კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა განვმავლობაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. დავით გარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავით გარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 წელს მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და ააოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.

უფლისციხე

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორისაღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.).
იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.

ვარძია

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს.

ბათუმი

საქართველოს ულამაზესი ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. მას ყოველთვის ჰქონდა კურორტისათვის საჭირო რესურსები, მაგრამ ბოლო წლებში უპრეცედენტო ზომები იქნა გატარებული ტურიზმის განვითარებისათვის: განახლდა ძველი ბათუმის საცხოვრებელი სახლები, მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა წყალგაყვანილობის სისტემა, შეიქმნა უამრავი ტურისტული ობიექტი, გაიხსნა მსოფლიო ბრენდების სასტუმროები, ამუშავდა პროექტი “ბათუმველო”, გაიხსნა უამრავი კაფე-რესტორანი თუ გასართობი ადგილი.

გერგეტის წმინდა სამება

გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლადაა მიჩნეული.

მყინვარწვერი

მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი — მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა.

მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დაგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ ტაკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი

სიღნაღი

სიღნაღი ყველაზე გამორჩეულია საქართველოს იმ ქალაქებს შორის, სადაც ცოცხლად არის დაცული უძველესი ძეგლები. იგი მდებარებს საქართველოს დედაქალაქ – თბილისიდან აღმოსავლეთით, სულ რაღაც 117 კმ-ზე, რომელიც ყოველთვის იყო მოვლენათა ცენტრში. ცნობილი მეფე ერეკლე II-ს მიერ 1772 წელს დაარსებული მისი კულტურის უძველესი ძეგლი – მონუმენტალური ციხესიმაგრე ძალიან ექპრესიულია. ოცდასამი კოშკი და შვიდი ჭიშკარი ქმნის ქალაქის გალავანს, რომელიც გადაჭიმულია 4.5 კილომეტრზე და მოიცავს ქალაქში არსებულ შუასაუკუნეების სხვა მონუმენტებსაც. უნიკალურად დაგეგმილი ტერასული არქიტექტურა სრულყოფილად ერგება სიღნაღის შემაღლებულ ლანდშაფტს. ძირითადად მე-18 და 19-ე საუკუნეში აგებული შენობები ასახავს იმ ეპოქის მოთხოვნებს.

სვანეთი

სვანეთი – საქართველს ეს ულამაზესი მთიანი რეგიონი კავაკასიაში და არა მარტო კავკასიაში ერთ – ერთი ყველაზე მაღალ  მთიანი დასახლებული ადგილია. სვანეთი მდებარეობს  კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, სადანაც იწყება მდინარეები ენგური და  ცხენისწყალი. შემთხვევითი არ არის რომ  საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა სწორედ  სვანეთში მდებარეობს.